დღეს ბარაქიანად ვიმუშავეთ, მე ალერგიამ შემომიტია, მაგრამ ვის ეცალა?
გავიხსენეთ ბუკლეტი; გავხსენით მეორე მოდული, დავამუშავეთ სასწავლო ამოცანებისა და მიზნების რუბრიკა.გადავხედეთ სტანდარტს, გავეცანით და მოვიწონეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია; ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს გაუადვილებს პროექტზე მუშაობას. გმადლობთ საინტერესო დღისთვის.
No comments:
Post a Comment