Monday, March 30, 2015

დღე მე-6

დღეს ვისწავლეთ  21 -ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, შეკითხვებიდან, შეფასების ხუთი ფორმიდან გამომდინარე პრეზენტაციის გამოქვეყნება.გავხსენით მე-5 მოდულში პორტფოლიოს რუბრიკა.ვისწავლეთ ბლოგზე პორტფოლიოს  ჩაშენება.მოსწავლის ნამუშევრის შესაფასებლად შევქმენით შეფასების რუბრიკა.ასევე გვერდები დავამატეთ ბლოგზე.

მოსწავლის ნიმუში

Wednesday, March 25, 2015

დღე მე-5

გავხსენით მესამე და მეოთხე მოდული.გავაზიარეთ ერთმანეთის გეგმები, ვისწავლეთ GOOGL DRAIV-ში ჩასწორების გაკეთება.ვისწავლეთ თუ როგორ მივცეთ ერთმანეთს რჩევები.ასევე სლაიდ შოუს შექმნა

Monday, March 23, 2015

დღე მე- 4

გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს, რომელიც მეორე მოდულის მესამე აქტივობაში იყო მოცემული. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები ხუთივე მიზნისთვის.
შევასშეთ შეფასების დროის ჩარჩო და ჩავწერეთ გეგმაში.მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით" ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე " დიაგრამა.
დრაივზე ავტვირთეთ პორტფოლიო:
მიზნების შესაბამისად  დავიწყეთ "პროცედურების" შევსება. დღე საინტერესო იყო.

Wednesday, March 18, 2015

დღე 3

დღეს ბარაქიანად ვიმუშავეთ, მე ალერგიამ შემომიტია, მაგრამ ვის ეცალა?
გავიხსენეთ ბუკლეტი; გავხსენით მეორე მოდული, დავამუშავეთ სასწავლო ამოცანებისა და მიზნების რუბრიკა.გადავხედეთ სტანდარტს, გავეცანით და მოვიწონეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია;  ჩვენი პროექტისათვის მოვიფიქრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეებს გაუადვილებს პროექტზე მუშაობას. გმადლობთ საინტერესო  დღისთვის.

Monday, March 16, 2015

დღე მეორე

დღეს მოვისმინეთ საპროექტო იდეები,დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შედგენა, სტანდარტიდან მოვძებნეთ შედეგები და ინდიკატორები,რომლებსაც შევაფასებთ პროექტის მსვლელობისას, რესურსებში დავათვალიერეთ ბუკლეტების ნიმუშები,გადმოვწერეთ სურათი,  ჩავსვით პროექტში .მიმაჩნია რომ საკითხების მრავალრიცხვოვანება სირთულეებს შეგვიქმნის.

Monday, March 9, 2015

პირველი დღე

ინტელის ტრენინგის პირველ დღეს გავიგე პორტფოლიოს ჩეკლისტის დანიშნულება,თუ როგორ დავალაგო დავახარისხო პროექტზე მუშაობისას მასალა,თუმცა უნდა ვთქვა, რომ მასალა ძალიან ბევრი იყო და ზოგი რამ ამერია, იმედი მაქვს, დამილაგდება მიღებული მასალა.ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ.